boojewellery

ჩვენს შესახებ

როგორ დავაღწიოთ თავი 21-ე საუკუნის ქაოსს? რა სამკაულს მივანიჭოთ უპირატესობა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში? სისადავე, სიმარტივე, მხოლოდ ის რაც საჭიროა, არაფერი ზედმეტი! დიახ ჩვენ მინიმალიზმზე ვსაუბრობთ!

კაცობრიობა უკვე დიდი ხანია აღარ სჯერდება მცირედს, გვინდა გვქონდეს ის, რაც სინამდვილეში არ გვჭირდება, მივისწარფით მეტისკენ, რათა ჩვენი ყოველდღიურობა უფრო მრავალფეროვანი იყოს. რთულია ერთფეროვნებით ცხოვრების ინტერესის შენარჩუნება, ამიტომ ყველანაირად ვცდლობთ გავექცეთ უბრალოებას და სწორედ რაღაც ზედმეტი იწვევს ჩვენში მღელვარებას - როცა არსებულ უბრალოებაში ხიბლს ვეღარ ვხედავთ!

ყველაფრის საფუძველი მინიმალიზმია, რომელსაც შემდეგ სურვილისამებრ ვამკობთ დეტალებით, არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს ცხოვრების წესი თუ მისი შემადგენელი რომელიმე ელემენტი.

მცირედი ზოგჯერ ძალიან ბერს ნიშნავს ....


სწორედ მინიმალიზმი წარმოადგენს BOO Jewellery -ის მთავარ კონცეფციას! ჩვენ გთავაზობთ, ვერცხლის, მინიმალისტურ, სრულად ხელნაკეთ, უნიკალური დიზაინის აქსესუარებს !

BOO Jewellery შეიქმნა 2018 წლის ოქტომბერში, თბილისში, საქართელოში. სწორედ ამ დროს შეიქმნა პირველი კოლექციაც Minimalism & Nothing More… რომელიც ბრენდის წარმატების საწყისი აღმოჩნდა!

BOO Jewellery - ის აქსესუარები იქმნება უმაღლესი სინჯის (925 sterling) ვერცხლისგან, თითოეული მოდელი თუ მისი შემადგენელი დეტალი არის სრულად ხელნაკეთი, უნიკალური, საავტორო დიზაინით. ყველა სამკაულზე  ხდება ინდივიდუალური მუშაობა, რაც გაცილებით დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს, თუმცა სწორედ ეს განსაზღვრავს ჩვენი აქსესუარების  უნიკალურობას და ხარისხს.

  • ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ უმაღლესი სინჯის ვერცხლს (925 sterling)
  • ვმუშაობთ ყოველგვარი ტექნიკა -დანადგარების გარეშე, თითოეული მოდელი და დეტალი მზადდება  ხელით
  • BOO jewellery-ის აქსუსარები იქმნება ბრენდის მიერ სპეციალურად შემუშავებული ვერცხლზე მუშაობის  ევროპული ტექნოლოგიით
  • ჩვენს მიერ შემოთავაზებული თითოეული სამკაულის დიზაინი, ფორმა , იდეა არის უნიკალური, საავტორო და ეკუთვნის  მხოლოდ BOO Jewellery-ის
  • ყველა აქსესუარი გადის განსაკუთრებულ შემოწმებას მთავარ ხარისხის კონტროლთან და მხოლოდ ამის შემდგომ ხდება ადრესატთან მიწოდება
  • თითოეული მოდელი თავსდება ბრენდირებულ, ხელნაკეთ შეფუთვაში, რომელიც გამოირჩევა ორიგინალური და დახვეწილი დიზაინით

 ამ დროისთვის BOO Jewellery მსოფლიოს 10 მდე ქვეყანაშია წარმოდგენილი, ამერიკის შეერთებული შტატები, იტალია, საფრანგეთი, იაპონია, ლიტვა, უკრაინა და ა.შ.

ბრენდს ჰყავს ოფიციალური წარმომადგენლობა რუსეთში, უკარინასა და გერმანიაში. ასევე ფილიალები მოსკოვში, კიევსა და ბერლინში..

BOO Jewellery -ი მონაწილე გახლავთ  ერთ-ერთი მასშტაბური ღონისძიების International fashion trade show “Who’s Next”, რომელიც 2019 წლის სექტემბერში, პარიზში გაიმართა. მონაწილეობამ წარმატებით ჩაირა, ბრენდმა დიდი დაინტერესება დაიმსახურა  და მას შემდეგ აქტიურად ვთანამშრობლობთ სხვადასხვა ქვეყნის შოურუმებთან.

ბრენდი მუდმივად იღებს შემოთავაზებებს სხვადასხვა ქვეყნის Trade show-დან და მოდის კვირეულებიდან, ვცდილობთ აქტიურად ვიყოთ ჩართული მსგავს ღონისძიებებში, რათა წარმატებით შევძლოთ ბრენდის წარმოჩენა მსოფლიოს მასშტაბით.

ბრენდის წარმატებული ნაბიჯების, მეტი სიახლეებისა თუ  აქტივობების შესახებ გაეცანით ჩვენს ბლოგს.

ჩვენი გუნდი !

BOO Jewellery-ის  გუნდი დაკომფლექტებულია პროფესიონალებით, ყველა ოსტატს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება ვერცხლზე მუშაობის, სწრაფად და მარტივად ვახდენთ ადაპტირებას სიახლეებთან, მუდმივად ვცდილობთ დავხვეწოთ, განვავითაროთ ხარისხი და ჩვენი მუშაობის პროცესი, დავიმატოთ ახალი ოსტატები ჩვენს მეგობრულ გუნდში და პერიოდულად გავიაროთ შესაბამისი ტრეინინგები კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მუდმივი განვითარება, სრულყოფილებისაკენ სწრაფვა, არასდროს ვჯერდებით არსებულ მოცემულობას.

BOO Jewellery -ის  წარმატების მთავარი საფუძველი  ჩვენი კმაყოფილი მომხმარებელია, სწორედ მათი დადებითი შეფასებებითა და მხარდაჭერით ბრენდმა უმოკლეს დროში შეძლო თავი დაემკვიდრებინა როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიო ბაზარზე. ჩვენთვის თითოეული მომხარებლის აზრი გადამწყვეტ როლს თამაშობს, მზად ვართ ნებისმიერ დროს ყველა დეტალსა თუ  კითხვაზე სწრაფად და ხარისხიანად მოვახდინოთ რეაგირება. მომხმარებელთან პირდაპირი და სწორი კომუნიკაცია ჩვენი მთავარი პრიპორიტეტია.

და ბოლოს !

BOO Jewellery  ეს არის ქართული ბრენდი, რომლის სამკაულიც  არასდროს დარჩება ყურადღების მიღმა, ის ყოველთვის დაიმსახურებს აღფრთოვანებას, გამოიწვევს სასიამოვნო აღტაცებას  და გახდება თქვენი ლუქის განუყოფელი ნაწილი.

Think like a minimalist !